
GENATSVALE / გენაცვალე
ჩემეული საქართველო
საქართველო — ჩვენთან ერთად
სადაც უნდა იყო, საქართველო შენთანაა.
ჩვენი ფესვები. ჩვენი ხასიათი. ამბავი, რომელიც გრძელდება.
GENATSVALE-ის იდეა
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ემიგრანტი ვარ. დიდი ხანია ვოცნებობდი საკუთარი სამოსის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც შევძლებდი საქართველოს წარმოჩენას ისე, როგორც მე ვხედავ და ვგრძნობ მას — და იმის გადმოცემას, თუ რას ნიშნავს ის ჩემთვის.
GENATSVALE სწორედ ამ სურვილიდან დაიბადა. ჩემთვის ეს არის გზა, პირადი კავშირი ისეთ რამედ ვაქციო, რასაც ჩაიცვამ და ყოველდღე თან ატარებ.
ქართული ასოებით, ნაცნობი მოტივებითა და თანამედროვე ფორმებით მინდა მსოფლიოს საქართველოს ჩემეული განცდა გავუზიარო. თითოეული დიზაინი პატარა სათქმელია და მოწვევა, რომ დაინტერესდე, აღმოაჩინო და საუბარი დაიწყო.
ამ განცდის გასაზიარებლად აუცილებელი არ არის, ქართველი იყო. შეიძლება აქ ნაცნობი მოგონება აღმოაჩინო, ახალი სიტყვა გაიგო ან უბრალოდ ისეთი სამოსი იპოვო, რომელიც შენს ხასიათს ეხმიანება.
იმედი მაქვს, ეს სამოსი სიხარულს მოგიტანს, შენებურად მოირგებ და შენი ამბის ნაწილად აქცევ. მინდა, აქ თავი შინაურულად იგრძნო.
მადლობა, რომ აქ ხარ. გენაცვალე.
ნახე ახალი კოლექცია